ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია, - იტყობინება ცენტრალურ საარჩევნო კომისია.
პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„უკვე 10 საათია კენჭისყრა მიმდინარეობს; ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე სულ 2 საათი დარჩა. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.
საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას“,-განაცხადა პრეს სპიკერმა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 57.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 41.9%.
„20:00 საათზე სრულდება კენჭისყრის პროცესი და იწყება ხმის დათვლის პროცედურები. ამომრჩეველთა აქტივობას საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით, ჩვენ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ წარმოგიდგენთ.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 165 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“,-აღნიშნა პრესსპიკერმა.