შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მიკრობლოგ Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
კინზინგერის თქმით, სამართლიან არჩევნებზე ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის ადგილი არ არის.
"თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. ყველას მოვუწოდებ, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროცესს ხელი არ შეუშალონ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის ადგილი არ არის", - წერს ადამ კინზინგერი.