უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.
ამას გარდა, მამუკა მდინარაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებასაც ეხმაურება.
"უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ გამარჯვება ქართული ოცნების, რაც ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, არის გარდაუვალი, ოღონდ ამას სჭირდება ბოლომდე მაქსიმალური აქტიურობა ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების, რომ ბოლომდე 20:00 საათის ჩათვლით გავაფორმოთ ეს გამარჯვება. ამ შემთხვევაში, თუ კიდევ იგივე, ანალოგიური აქტიურობა იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერებს და ამომრჩევლების მხრიდან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ალბათ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია", - თქვა მდინარაძემ.