მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"ვუყურებ ციფრებს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტინები, ეგზიტპოლები და მინდა გამოიგიცხადით, რომ ოცნება, ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველანი საარჩევნო უბნებზე, მნიშვნელოვანია რომ ციფრები იყოს ნაკლები მათთვის და მაქსიმალურად მეტი ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა გადავიბაროთ ქვეყანა, ქართველმა ხალხმა და ყველამ ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე... მიაწექით ბოლომდე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.