"საქართველომ, როდესაც ის ეუთოს (OSCE) შეუერთდა, პირობა დადო, რომ განამტკიცებდა საარჩევნო სისტემას და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ეუთო, საქართველოს მიერ მაშინდელი ძალისხმევის ასახვას დღევანდელ არაჩევნებზე", - განაცხადა ელჩმა დეგნანმა ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში ვიზიტის დროს.
ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი (ODIHR) არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აწესებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
"ეუთო არა მხოლოდ შეაფასებს რამდენად თავისუფალი და სამართლიანია ეს არჩევნები, არამედ განსაზღვრავს მნიშვნელოვანი არჩევნების რეფორმების გავლენას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ივნისში და მიუთითებს კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მომავალმა მთავრობამ ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ პარლამენტთან მუშაობას, რათა გავაგრძელოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საარჩევნო პროცესების განვითარება", - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.