საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
პატრიარქმა ხმა საპატრიარქოში გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა.
"მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო," - აღნიშნა ილია მეორემ.