„მაშინ როდესაც ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება!", აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი. მისი განმარტებით, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს.
"ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია", განაცხადა მოლოდინაშვილმა.