ცესკოს ინფორმაციით, დღეს, 31 ოქტომბერს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. ასევე დროულად გაიხსნა ყველა, 127 სპეციალური უბანიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისათვის.
არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი.