ნაციონალური მოძრაობა წავიდა ოპოზიციაში და ქართული ოცნება ვინ არის საერთოდ, დაიშლება მარტივ მამრალვებად, - ასე უპასუხა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნლისტის რეპლიკას, რომ თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციაში წავა, ძლიერი ოპოზიცია იქნება.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დღეს, არ არის იმის საშიშროება, რომ ბიძინა მიდის და მიშა მოდის და შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მობრუნდება ხელისუფლებაში.
მისივე თქმით, მრავალპარტიული უნდა იყოს კოალიცია, რომელიც მოვა და ეს იქნება შანსი იმისა, რომ ერთი ადამიანი, თავის შეკვეთილ მუსიკაზე არ მოითხოვს, რომ იმოქმედოს მთელმა საქართველომ.
"დიახ, მრავალპარტიული უნდა იყოს კოალიცია, რომელიც მოვა და ეს იქნება შანსი იმისა, რომ ერთი ადამიანის შეკვეთილ მუსიკაზე, არ მოითხოვს ამ ერთმა ადამიანმა, იმოქმედოს მთელმა საქართველომ", - თქვა ბურჯანაძემ.