თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცის" მხარდაჭერები იკრიბებიან. თავისუფლების მოედნის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან უკვე დაიძრნენ სამეგრელოდან ჩამოსული მხარდამჭერები. საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში, აქციის მონაწილეები არჩევნებამდე 1 დღით ადრე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ - "დავემშვიდობოთ ბიძინას"- ეს არის ის მთავარი ლოზუნგი, რითიც ისინი დღეს დედაქალაქში ჩამოვიდნენ.
შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქცია 18 საათზეა დაგეგმილი.
აქციის გამო, თბილისის გარკევულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. აქციის დასრულებისთანავე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.