გაძლევთ პირობას, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, ისინი წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც, ახალ, ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოდ დაიშლება და მართლაც, ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე და ოპონირებაც იქნება მეტად საქმიანი. მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივიდნენ არჩევნებზე. ყველა პირობაა შექმნილი, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური ხარისხი იყოს შექმნილი, საშიშროება ნულის ტოლია. ხმა მივცეთ საქართველოს წინსვლას და წარმატებას", - განაცხდა მდინარაძემ.