საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არჩევნებში მარცხს შეეგუოს, რადგან "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.
მან ასევე ურჩია ოპოზიციას, რომ არჩევნებში დამარცხებას თავიანთი მომავალი არ გადააყოლონ.
"როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების ზრდას, ან ადამიანები, რომლებიც ხან ტესტების რაოდენობას იყენებენ საკრიტიკოდ და ხან საერთოდ, გაუგებარ რაღაცებს. მესმის მეგობრებო, რომ სულ 3-4 დღეში იქნება არჩევნები, უნდა შეეგუოთ, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, დამაჯერებლად იმარჯვებს "ქართული ოცნება", შესაბამისად, არ გადააყოლოთ ამ არჩევნებში დამარცხებას თქვენი მომავალი, რადგან იცოდეთ, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხედავს და მას საბოლოოდ, შეფასება ექნება უკიდურესაც მკაცრი", - განაცხადა გახარიამ.