შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ხმის მიცემის უფლებით, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში ისარგებლა.
"ხმა მივეცი კაცს, რომლის სახელია ტრამპი", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.
შეერთებულ შტატებში 50 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი წინასწარ უკვე გააკეთა. საყოველთაო არჩევნების ოფიციალური თარიღი 3 ნოემბერია.
პრეზიდენტის გარდა, 3 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩეველი აირჩევს 435 კონგრესმენსა და 33 სენატორს, ასევე რამდენიმე შტატის გუბერნატორს.
ფოტო: Reuters