სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ: შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება.
წარმოდგენილი საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23 846 652 ლარი.
პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, დახარჯულია 22 973 913 ლარი, რაც ძირითადად ნაწილდება რეკლამასა და შრომის ანაზღაურებაზე.
ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.