სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
"სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და ეფექტურობა ცნობილი არ არის. ცნობილია პირბადის ეფექტურობა – თუ ყველას გვიკეთია პირბადე, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ორ ადამიანს შორის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90 პროცენტით მცირდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.