საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ისრაელში ვიზიტი დადებითად შეაფასა.
სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ისეთი გასვლა, როგორიც იყო ისრაელში, საქართველოს სჭირდება. იქ ხალხი ივლის და კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს.
"ვნახე ტელევიზიით, რომ ისრაელის პარლამენტში ფეხზე დაუდგნენ და ტაში დაუკრეს, თუმცა არ შემშურებია და გამიხარდა", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.