დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იქნება.
ქართველი რეჟისორი და სცენარისტი კოლეგებთან ერთად შეაფასებს მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო სექციის ნამუშევრებს.
აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ნაწილი იქნება დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი "დასაწყისი", რომელიც უკვე არაერთი საერთაშორსო ჯილდოს მფლობელია.
ფილმს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენებენ.
ფილმი "დასაწყისი" იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.
ცოტა ხნის წინ, კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. მანამდე "დასაწყისი" ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.
კანის მომდევნო კინოფესტივალი სრულყოფილად 2021 წლის 11-12 მაისს გაიმართება.
კანის ფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. კონკურსისთვის შერჩეულ ფილმებს საორგანიზაციო კომიტეტი სხვა ფესტივალებზე აჩვენებს.