პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, რომლებიც უსიმპტომოდ ატარებენ ინფექციას, ექიმის მეთვალყურეობით, შინ მკურნალობას გააგრძელებს, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ინფიცირებულთა ჭარბი რაოდენობაა.
"სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში პროგრესულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, ექიმის მეთვალყურეობით, შინ მკურნალობას გააგრძელებს. მუდმივად ვაცხადებდი, რომ კორონავირუსთან ბრძოლა, რასაც ახორციელებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამის პანელი არ შეცვლილა. პაციენტების 80 პროცენტი შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი და არ ჰქონდეთ არანაირი სიმპტომი გამოვლენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ასეთი პაციენტები, რადგან ინიფირებულთა ჭარბი რაოდნეობაა, ვერ მოხვდებიან კლინიკაში, ისინი იქნებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ 20 პროცენტს, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი", - აღნიშნა ლევან რატიანმა.