არჩევნების შემდეგ თუ ისევ "ოცნება" დარჩება მმართველობაში, ქვეყანა დაიღუპება. აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ, როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ.
"წარმოიდგინეთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ისევ“ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაღუპულია. რადგან ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ, როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ. ფინანსები რომელიც მმართველმა გუნდმა ვალის სახით მოიზიდა და ისევ ჩვენი, მოქალაქეების, გადასახდელია, დარიგდა არაგონივრულად და სელექციურად. გაიწერა მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. სიას თუ ჩავხედავთ, ვინ შესწირა პარტია “ქართულ ოცნებას” ფული ნათლად დავინახავთ, რომ ისევ ამ კომპანიებმა. გპირდებით, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ დასრულდება, არამედ თითოეული მათგანი დაისჯება, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა და ქვეყნის ღალატი, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს ჯიბეში იდებს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.