ქვეყანა არც სეზონური გრიპისთვისაა მომზადებული და ვაქცინაცია ჩაწყობით ხდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანა არათუ კორონავირუსთან ბრძოლისთვის, არამედ სეზონური გირპისთვისაც არ მომზადებულა.
"გრიპის ვაქცინაზე 22 აპრილს დავწერე, რომ მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის დავარეზერვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა და დღეს კარგად იცით, რომ თუ არ ჩააწყვე აფთიაქში გრიპის ვაქცინას ვერ გაიკეთებ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.