საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა.
ნინო ქადაგიძემ საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. ის 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩეული თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახლდათ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მაშინ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მოგვიანებით, ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორად აირჩიეს.
ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.