დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს არსებული შემადგენლობიდან აირჩევა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩეული თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახლდათ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მაშინ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მოგვიანებით, ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორად აირჩიეს.
ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებს.