დიდმა ბარიერულმა რიფმა 1995 წლიდან მარჯნების ნახევარი დაკარგა, კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეული თბილი დინებების გამო.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს უდიდესი ბარიერულ რიფში შემავალი ყველა სახეობის მარჯანი შემცირდა.
მათი მტკიცებით, ყველა ზომისა და სახეობის მარჯნის პოპულაცია 50%-ით არის შემცირებული.
ყველაზე მასშტაბური შემცირება 2016-2017 წლებში დაფიქსირდა, როდესაც წყლის ტემპერატურის რეკორდული ზრდის გამო, მარჯნებმა მასობრივად დაიწყეს გაუფერულება.
გაუფერულება ხდება მაშინ, როდესაც მარჯნები სტრესული გარემო პირობების - წყლის ტემპერატურის მომატების შედეგად - იწყებენ მათთან მცხოვრები წყალმცენარეების ზედაპირიდან მოცილებას, რომლებიც მარჯნებს დამახასიათებელ ფერს ანიჭებენ.
გაუფერულება საბოლოოდ იწვევს მარჯნის სიკვდილს. ამავე დროს, მათ შეუძლიათ თავიანთი ბუნებრივი ფერი აღიდგინონ, თუ წყლის ტემპერატურა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, სასურველ ნორმას დაუბრუნდება, მაგრამ ამას ჩვეულებრივ ათწლეულები სჭირდება.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Royal Society B, ჩაატარეს მარჯნის რიფების შემსწავლელმა საზღვაო მეცნიერებმა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი იქნა მარჯნის კოლონიების მდგომარეობა მთელ რიფზე 1995 წლიდან 2017 წლამდე.
დიდი ბარიერული რიფი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფი, რომლის სიგრძე 2300 კილომეტრს აღემატება. იგი შედგება თითქმის 3 ათასი ცალკეული რიფისა და 900 კუნძულისგან. ის მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო - აღმოსავლეთით. დიდი ბარიერული რიფი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
ფოტო: Reuters