გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად დაფუძნდა ფონდი "მოწყალე სამარიტელი". განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ.
"დაფუძნდა ფონდი, "მოწყალე სამარიტელი", გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა, ამ ფონდში თვეში შემოიტანს ერთ ლარს. იმედი მაქვს, ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.