პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი ხელისუფლების მიერ დაქირავებული კომპანიის კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ ერთი პოლიტიკურ გუნდის მიერ დაკვეთილი კვლევას არ შეიძლება გონიერ საზოგადოება ენდოს. სესიაშვილი კვლევის გამოქვეყნების თარიღს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და დასძენს, რომ საპროტესტო აქციების შესაძლო დაწყების წინ, კვლევის მიზანი არის საზოგადოების პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელ ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა. ამის შესახებ სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"როდესაც ერთი პულიტიკური გუნდი, იგივე ხელისუფლება უკვეთავს კვლევას ცხადია, ამ კვლევების მიმართ ნდობა გონიერ საოზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს. ამ კვლევების ნიზანი არის საზოგაოდებაზე ზეწოლა, გონების არევა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არის პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი და არი იცის ვის დაუჭიროს მხარი, ან მიიღოს თუ არა მონაწილეობა საპროტესტო აქციებში ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს. ასეთი ადამინი შეიძლება გარკვეულწილად ადვილად მოექცეს ამ კვლევების ზეგავლენის ქვეშ. ეს კვლევები გამოქვეყნდა მაშინ, როცა გარკვეულწილად საპროტესტო აქციების მუხტი მატულობს. ამ შემთხვევაში მიზანი არის, ის რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზანი - რადგან ხელისუფლებას ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. ეს გარკვეულწილად იწვევს საზოგადოების დემორალიზაციას იმ არასახრბიელო სიტუაციის მიმართ, რაც ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნდა " Greenberg Quinlan Rosner "-ის მიერ სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა სოციალური და პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა.
კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ეთანხმება.
კვლევის პროცესში 1 200 ინტერვიუერი გამოკითხა.