ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დასახელებას.
ირაკლი კობახიძს თქმით, ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი გიორგი გახარიაა.
"ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არის არამარტო კანდიდატი, არამედ ის არის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა კობახიძემ.