საკუთარ პარტიას მიხედონ და საკუთარ პარტიაში რა ხდება იმაზე ისაუბრონ, - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე "ევროპულმა საქართველოს", რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ენმს არც პოლიტსაბჭოს წევრია და არც სამდივნოსი.
"საკუთარ პარტიას მიხედონ და საკუთარ პარტიაში რა ხდება იმაზე ისაუბრონ. ვანო მერაბიშვილი ჩვენი პარტიის წევრია, არის აქტიური ადამიანი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, პატრიოტს, შეეძლია და ცდილობს, მათ შორის ვანო მერაბიშვილიც, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და დაამარცხოს მეხუთე კოლონა საქართველოში. თუ გვაქვს საერთოდ წარმოდგენილი, რა დიდი ჭირი უნდა მოვიშოროთ ამ არჩევნებით, წარმოუდგენელია პერსონებზე ცალკე საუბარი. ყველა უნდა ჩავერთოთ და თუკი ვინმეს რამე შეგვიძლია, ეს პუტინისტური, მოღალატეობრივი ძალა ქვეყანას მშვიდობიანად მოვაცილოთ“, - განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ბარამიძემ.