"ევროპული საქართველოს" ამოცანაა მკაფიო, ხშირად ხისტი და ზოგჯერ უსიამოვნო გზავნილით შევიტანოთ სიცხადე ყველა ამომრჩევლის თვალში, რას ვიზამთ და რას არ ვიზამთ, რაშია გარდამტეხი ცვლილება, - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ბოკერიას შეფასებით, აუცილებელია ხისტი და ზოგჯერ უსიამოვნო გზავნილები, რათა სიცხადე იყოს ამომრჩევლებისთვის, თუ რას ჰპირდება მას "ევროპული საქართველო" გარდამტეხი ცვლილებების სახით.
"ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილის გარშემო ყველამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და იმ მხარეს დადგა, რომ ოპოზიციური ერთობა მაჟორიტარობის საკითხში ჩაეშალა, რომ ხაზი გაესვა იმისთვის, რომ მათ სურთ დაბრუნება 2012 წლამდე წარსულში, როცა დომინაცია იყო და სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლის ნაწილიც მე ვიყავი, დომინირებდა ყველა შტოს. ეს არ მოხდება, ყველამ, ვინც ამაში როლი ითამაშა, ჩემი აზრით, ცუდი სამსახური გაუწია ქვეყანას. "ევროპული საქართველოს" ამოცანაა მკაფიო, ხშირად ხისტი და ზოგჯერ უსიამოვნო გზავნილით შევიტანოთ სიცხადე ყველა ამომრჩევლის თვალში, რას ვიზამთ და რას არ ვიზამთ, რაშია გარდამტეხი ცვლილება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.