Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ ჯარს ენდობა, ეკლესიას კი - 85%. კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით მოამზადა.
მოსახლეობაში 71%-იანი ნდობით სარგებლობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ნდობის რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ჯარს ენდობა 89%; არ ენდობა - 11;
ეკლესიას ენდობა - 85%; არ ენდობა - 15%;
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ენდობა - 71%, არ ენდობა - 29%;
პოლიციას ენდობა - 68%, არ ენდობა - 32%;
უნივერსიტეტებს - ენდობა 68%, არ ენდობა - 32%;
ქართულ მედიას - ენდობა - 68%, არ ენდობა - 32%;
პრემიერმინისტრი - ენდობა 62%, არ ენდობა - 38%;
სახალხო დამცველი - ენდობა 60%, არ ენდობა - 40%;
ადგილობრივი ხელისუფლება - ენდობა 59%, არ ენდობა - 41%;
მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) - ენდობა 52%, არ ენდობა - 48%;
ცენტრალური საარჩევნო კომისია - ენდობა 55%, არ ენდობა - 45%;
არასამთავრობო ორგანიზაციები - ენდობა 51%, არ ენდობა - 49%;
საქართველოს პარლამენტი - ენდობა 49%, არ ენდობა - 51%;
საქართველოს პროკურატურა - ენდობა 47%, არ ენდობა - 53%;
სასამართლოები - ენდობა 46%, არ ენდობა - 54%;
პოლიტიკური პარტიები - ენდობა 42%, არ ენდობა - 58%;
საქართველოს პრეზიდენტი - ენდობა 41%, არ ენდობა - 59%;
ქართული ბანკები - ენდობა 40%, არ ენდობა - 60%.