თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ შეთანხმებას.
გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული შეთანხმებით, თურქული მხარე საქართველოს მთავრობას გადასცემს სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობას.