თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში.
„ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიზიარა საბჭომ, რომ სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით სასწრაფოების, საგანგებო დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც გადაჰყავს კოვიდავადმყოფები და ახდენენ მათ მობილიზაციას საავადმყოფოებში, ისინი, როგორც ყველაზე უფრო სტრატეგიულები, გადადიან 72-საათიან ტესტირებაზე. ანუ, აქამდე თუ გვქონდა შვიდი და ორკვირიანი ტესტირებები, გადაგვყავს 72 საათიანზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.