ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რეკომენდაციაა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.
"საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში მისვლა, დისტანციურად შეიძლება მუშაობა, ანუ მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება და ასევე ის მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე, კვლავ ძალაში უნდა იყოს, ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა", - განაცხადა გამყრელიძემ.