მნიშვნელოვან ღონისძიებად პირბადეების ტარება რჩება და ამ მხრივ, ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, თუმცა როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე დედაქალაქში ეს საჭიროება არ არის.
"პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება ეს არის პირბადეების გამოყენება და ამ მიმართულებით ჩვენ ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება, ტრანსპორტის შეზღუდვას, ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების", - თქვა ტიკარაძემ.
საქართველოში დღეს, 12 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 178 თბილისში დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.