რუსეთი თავს უფლებას არ აძლევს, ითამაშოს ხალხთა და სახელმწიფოთა გრძნობებით და არ ეწევა ცარიელ რიტორიკას, როდესაც განიხილავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
"სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ თავს აგრესიული რიტორიკის გამოხატვის უფლებას აძლევენ და ამავდროულად, მშვიდობისმყოფელობას აცხადებენ, რუსეთი თავს უფლებას არ აძლევს ითამაშოს ხალხთა და სახელმწიფოთა გრძნობებით", - განაცხადა მარია ზახაროვამ სააგენტო „რია“-ს ცნობით.
მან აღნიშნა, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რუსეთი თავს უფლებას არ აძლევდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტზე რამენაირი შეფასებითი კომენტარი გაეკეთებინა.
მარია ზახაროვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას რუსული დიპლომატიისა და პირადად სერგეი ლავროვის გამარჯვებად მიიჩნევს.