ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ, - განაცხადა . „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე
„მინდა მივესალმო სრულიად საქართველოს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან, ულამაზესი მესტიიდან, ადგილიდან, სადაც შეიძლება პირდაპირ ით ქვას, რომ ცა-მიწას ერწყმის, სადაც პრაქტიკულად წაშლილია ზღვარი რეალურსჍ და ზღაპრულს შორის.
სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატፊ იოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსፊ კუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს.
ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და უძველესი სალოცავებით გარშემორტყმული ხალხისთვის ბუნებრივია, ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თქვჍ ნც სათუთად უფრთხილდებით და იცავთ წინაპრების დანატოვარს, ისევე, როგორც უძველეს სვანურ ენას, რომელიც მთელი საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა. ასეთ პირობებში გაზრდილ ადამიანს, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვება, თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, სიმართლის მთქმელი, პირდაპირი, სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ.
ამიტომაც, ახლა, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა.
რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად დგომით, ერთიანი ძალიხსმევით შესაძლებელია ყველა პრობლემას, რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - თქვა კალაძემ.