ხვალ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება.
"კვირას, დღის 2 საათზე, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ვხვდები.
ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.
მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.
მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ! ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე! სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.