გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 199 კოვიდ დადებითი პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა.
- აჭარში მკურნალობას გადის:
Covid კლინიკებში - 539 პაციენტი, 13 არასრულწლივანი, 22 ოსრული.
- რეანიმაციაში მოთავსებულია - 45 პაციენტი.
- თავისუფალი საწოლები-102.
Covid სასტუმროებში- 895, არასრულწლოვანი - 93.
• აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
4 გარდაცვლილი პაციენტი, რესპუბლიკური საავადმყოფო
1) 65 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 08:10:2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09.10.2020.
2) 76 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27:09:2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09:10:2020
3) 80 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09:10:2020
4) 90 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 09:10:2020