“ქართული მარში” დავით გარეჯასთან აქციას მართავს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. სანდრო ბრეგაძის თქმით, თუ აზერბაიჯანელი სამხედროები ათი დღის ვადაში არ დატოვებენ დავით გარეჯს, ისინი ტერიტორიაზე გადავლენ. დღევანდელ აქცვიაზე ძალადობრივმა და პროპოუტინურმა პარტიამ შეურაცხყოფა მიაყენა მთავარი არხის ჟურნალისტს.
"ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მივეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას ათდღიანი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების ანუ რუკების გაცნობის შემდეგ, მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ აზერბაიჯანი არის მეგობარი ქვეყანა და როგორც მეგობარს შეშვენის, თავიანთი შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ადგილებიდან, საქართველოს ტერიტორიიდან ანუ დავით გარეჯიდან. ვერავინ ამიკრძალავს მე და ვერც ერთ ქართველ მოქალაქეს, რომ გადაადგილდეს თავის ტერიტორიაზე. ჩვეულებრივად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადავალ, იქ სადაც არის ჩემი ქვეყნის ძირძველი ტერიტორია, მერე უიარაღო ადამიანს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უნდათ მესროლონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ", - თქვა სანდრო ბრეგაძემ.