სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზად არის მხარი დაუჭიროს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ სამშვიდობო პორცესის განახლებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების განცხადებების შესაბამისად.
"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პრინციპის ერთგულნი ვართ და მზად ვართ სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის იმ განცხადებების შესაბამისად, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს", - განაცხადა ფაშინიანმა.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.