ყველა სფეროში ნაცმოძრაობის გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთია. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში გვიწევს გაფუჭებულის გამოსწორება, გაავლეს სამხრეთ ოსეთის საზღვრები და დღეს გვაქვს შედეგად მიღებული ოკუპაცია და ბორდერიზაცია, მათ გაფუჭებულს ვასწორებთ. ამ შემთხვევაშიც, რაც შეეხება დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, მათი გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს. ყველა სფეროში ასეა, სიღარიბე იქნება ეს, ეკონომიკა, საზღვრების გავლება თუ ოკუპაცია. ყველა სფეროში გვიწევს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთია, თუმცა სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა კობახიძემ.