სამმა დედალმა ქოცმა მიჩივლა, - თქვა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გენდერულ საკითხებზე საუბრისას ოპონენტ ქალებზე, რომლებმაც, ნათელაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების გაპროტესტების გამო, სასამართლოში უჩივლეს.
"სამმა დედალმა ქოცმა მიჩივლა. იღებდნენ კანონს იმის თაობაზე, რომ თუ ცოლმა უჩივლა ქმარს, რომ ერთი წლის წინ მას ეძინებოდა და ღამით შეაწუხა, დაიჭერდნენ გაუპატიურებაზე. ამაზე განვაცხადე, რომ ერი, სადაც შობადობა და ქორწინება არ არის, ითხოვს დემოგრაფიის ხელშეწყობას და არა სისხლის სამართლის კოდექსის ლოგინში შედებას. ამისთვის მიჩივლა სასამართლოში სამმა დედალმა ქოცმა აქტივისტმა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.