კონკორდატის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მისი გაფორმება თავიდანვე არასწორი იყო, - განაცხადა "ლეიბორისტების" ლიდერმა, შალვა ნათელაშილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს არ მიუყენებია ზარალი ეკლესიისთვის, თუმცა კომპენსაციას რუსეთის იმპერიის ნაცვლად საქართველო იხდის.
"ეს ქართულ სახელმწიფოს არ გაუკეთებია ეკლესიისთვის, რუსულმა იმპერიამ გააკეთა. სწორი მოდელი არის ის, რომ ღვთისმსახური ემსახურებოდეს ღმერთს ხალხს, ცხოვრობდეს ხალხის ცხოვრებით, არ იყოს ყანდური. დაფინანსება როგორ შეიძლება დავამადლოთ ჩვენს დედა ეკლესიას, მაგრამ ის უნდა იყოს რეგლამენტირებული. უნდა წავიდეს ძირითადად რეგიონალურ მღვდლებზე, იმათ არაფერი არ აქვთ, აქ საპატრიარქოში შეიქმნა პარტიის ცენტრალური კომიტეტი, მდივნები იდეოლოგიის დარგში, ჯაღმაიძე რომ გამოდის გრძელი ენით, იძებნებოდა კაცის კვლაზე ეგ პიროვნება, რა უნდა ამ ხალხს”, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.