როდესაც მთელი იაპონური ავტომრეწველობის ჯიპები მოდის მთავრობასა და მეუფეებზე და მრევლის წევრები ნაგვის ურნაში იქექებიან, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აქ ღმერთზე საუბარი აღარ შეიძლება, - განაცხადა ლეიბორისტების" ლიდერმა, შალვა ნათელაშილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქით, საპატრიარქო თავის ფუნქციას არ ასრულებს, ფულის კეთებაზეა გადასული და ყოველი მეორე მეუფე მილიონერია. შალვა ნათელაშვილს წლების წინანდელი პოზიციაც შეახსენეს, როცა ის საპატრიარქოს დაცვაზე საუბრობდა:
"განვითარებადია ყველაფერი, სამყაროშიც, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ურთიერთობაშიც. იყო პერიოდი როცა საპატრიარქოს სჭირდებოდა დაცვა, რადგანაც შემოესია უცხოეთიდან მიღებული გრანტებით უამრავი სექტა, უამრავი თვითგამოცხადებული წინასწარმეტყველი და ფაქტიურად უნდოდათ ამ ინსტიტუტის მოშლა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ასეთი პოლიტიკური ჯგუფები განეიტრალებულიყო, ეს ვალდებულება იყო პოლიტიკის გარეშეც. მერე დაიწყო საპატრიარქოს გაჯიპიანება, გაფულიანება, გაბიზნესმენება, ყოველი მეორე მეფე მილიონერია, ყოველ მეუფეს შვილები გაგზავნილი ჰყავს ოქსფორდში და კემბრიჯში. ვანის მეუფის საკუთრებაა ბაზრები და მეწილეები აუჯანყდნენ. პატრიარქმა თავისი ისტორიული მოვალეობა შეასრულა და ნუ მოვთხოვთ შეუძლებელს, ჩვენ თვითონ უნდა ამოვიღოთ ხმა, თვითონ საპატრიარქოში უნდა წავიდეს რეფორმა. როდესაც მთელი იაპონური ავტომრეწველობის ჯიპები მოდის მთავრობასა და მეუფეებზე და მრევლის წევრები ნაგვის ურნაში იქექებიან, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აქ ღმერთზე საუბარი აღარ შეიძლება", - თქვა ნათელაშვილმა.