სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.
მას შეხვედრა ჰქონდა მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტთან არაიკ არუთინიანთანაც.
არუთინიანი ფაშინიანს რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბრს დაიწყო, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მთიან ყარაბაღში ბოლო სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.
აზერბაჯანული მხარის განცახდებით, სომხეთის ავიაიერიშის გამო ქალაქი განჯის 370-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, იზრება გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობაც.