მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს და ვამბობ, რომ თუ ერთიან ოპოზიციას პრემიერ- მინისტრის კანდიდატად სააკაშვილი ეყოლება, ის ჩემს ხმას ვერასოდეს ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიები გააჩნია.
"მე რა პრეტენზიებიც მაქვს სააკაშვილთან, ამას საყვედური არ ჰქვია, ეს არის გაცილებით უფრო მაღალი პრეტენზია. მე მასთან მაქვს აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი პრეტენზიები. ამ წლების განმავლობაში პრეტენზიები არ შეცვლილა - თუ არ მოემატა, თორემ ბოლო წლებში არაფერი მოკლებია. ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი და ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, მიმაჩნდა, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ომი წააგო, უნდა დატოვოს თანამდებობა და მას არ აქვს უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა, მე ეს პოზიცია არ შემიცვლია, მე გავაგრძელე ბძოლა ამ წლების მანძილზე.
"ქართულ ოცნებას" ვადანაშაულებ, რომ ყველა კითხვას თავის დროზე არ გასცა პასუხი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს და ვამბობ, რომ თუ ერთიან ოპოზიციას პრემიერ- მინისტრის კანდიდატად სააკაშვილი ეყოლება, ის ჩემს ხმას ვერასოდეს ვერ მიიღებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.