საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს მიერ გავრცელებულ რუკას, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული,
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტო-მასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს", - წერს მარი ნარჩემაშვილი.