საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის შეფასებას გამოხმაურება ოპოზიციურ სპექტრშიც მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მკაცრ გზავნილს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უგულებელყო.
"გასაგებია ქართველი ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა. ნორმალურ დიპლომატიურ ენაზე გველაპარაკებიან. ევროკავშირი, ცხადია არ დაგვბომბავს, თუმცა დიპლომატიურ ენაზე რაც ხდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ამას სწორედ ბომბარდირება ჰქვია”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.