ნობელის კომიტეტმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა.
ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის 2020 წლის ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი როჯერ პერნოუზი, გერმანელი ასტროფიზიკოსი რეინჰარდ გენცელი და ამერიკელი ასტრონიმი ანდრეა გეზი.
შვედეთის სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, მათ პრემია "შავი ხვრელის" კვლევის სფეროში გაკეთებული აღმოჩენებისთვის გადაეცათ.
გუშინ სტოკჰოლმში დაასახელეს ლაურეატების ვინაობა ფიზოლოგიისა და მედიცინის დარგში. ხვალ ცნობილი გახდება ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, ხუთშაბათს - ლიტერატურის, პარასკევს - მშვიდობის, ორშაბათს, 12 ოქტომბერს კი ეკონომიკის დარგში.