აზერბაიჯანი ერთი კვირაა იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი დღეს ახალ ისტორიას წერს, აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს დიდებულ ისტორიას.
"ბრძოლის ველზე, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები, სიცოცხლის ფასად, ავლენენ გმირობას, გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ მტერს, აძევებენ მას ჩვენი მიწებიდან. ეს დიდებული მისია თავის ადგილს იპოვის ისტორიაში...
დღეს ჩვენ ვწერთ ახალ ისტორიას, ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს დიდებულ ისტორიას. დღეს ჩვენ აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას. იმიტომ, რომ ყარაბაღის მიწა ჩვენი ისტორიული მიწაა. აზერბაიჯანის ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა, ქმნიდა და აშენებდა ამ მიწებზე. მრავალი წლის განმავლობაში - დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, სომეხმა ჯალათებმა დაიპყრეს ჩვენი მიწა, გაანადგურეს ყველა ჩვენი ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლი. ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს. ჩვენ აღვადგენთ სომხების მიერ დანგრეულ ჩვენს ყველა მეჩეთს. ცხოვრება დაბრუნდება ამ რეგიონებში", - განაცხადა ალიევმა.