ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემსაქართველო-ბალარუსის მატჩთან დაკავშრებით, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
მისი თქმით, უეფა-მ სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნებას იძლევა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა.
„ ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.